ფეხბურთელმა მოწინააღმდეგეს თვალში თითი ატაკა

ინგლისის “ლივერპულის” თავდამსხმელმა რობერტო ფირმინომ თვალის ტრავმა მიიღო მას შემდეგ, რაც ინგლისის პრემირ-ლიგის მეხუთე ტურის მატჩში “ტოტენჰემის” წინააღმდეგ, იან ვერტონგენმა თვალში თითი ატაკა. ფირმინო იძულებული გახდა მატჩი 70-ე წუთზე დაეტოვებინა.
“ლივერპულის” მწვრთნელმა თქვა, რომ ჯერჯერობით ინფორმაცია არა აქვთ, თუ რამდენად ძლიერია ტრავმა. აღსანიშნავია, რომ ფირმინოს თვალიდან სისხლი სდიოდა.

მატჩი “ლივერპულმა” მოიგო ანგარიშით 2:1

banner
წინა სტატიაშინორვეგიული რევოლუცია: ქვეყანა ელექტრონულ თვითმფრინავებზე გადადის
შემდეგი სტატიაირანი ევროკავშირს ურანის გამდიდრების გაძლიერებით ემუქრება