სკანდალური აუდიოჩანაწერის სრული ვერსია

სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერი ზუგდიდის მერიაში სავარაუდო კორუფციაზე – კურიერის მოპოვებული ჩანაწერი ერთ საათსა და 40 წუთს გრძელდება. აუდიოფაილიდან, რომელიც ზუგდიდის მერის კაბინეტში ჩაიწერა, დგინდება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ბიზნესმენებს ქრთამს ართმევენ. თავდაპირველად ბიზნესმენმა ზურაბ კვირკვიამ ქრთამი ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიას, რეგიონის გუბერნატორს, ლევან შონიას და ვიცე-მერს, გია გულორდავას, გადაუხადა. ირკვევა, რომ ბიზნესმენს ზუგდიდში სამი ტერიტორიის – ავტოვაგზლის, რკინიგზის სადგურის და გულუას პარკის შეძენა სურდა. მერს ლაშა გოგიას ტერიტორიების აუქციონზე გატანისთვის ზუგდიდი საკრებულოს ნებართვა სჭირდებოდა. საკითხი სხდომაზე გაიტანეს, თუმცა, ჩავარდა. ჩანაწერში კარგად ისმის, როგორ ახდენდა ზეწოლას ზუგდიდი მერი საკრებულოს წევრებზე, რომ უკანონო გარიგება ბოლომდე მიეყვანა.

გინების, ზეწოლის ან გარიგების დამსახურებით ზუგდიდის საკრებულომ მერის მოთხოვნა მეორე სხდომაზე შეასრულა. სწორედ ამის გამო, ოპოზიცია ფიქრობს, რომ გამოძიება საკრებულოს წევრების საქმიანობითაც უნდა დაინტერესდეს.

ბიზნესმენმა კვირკვიამ ზუგდიდის მერს ფულის უკან დაბრუნება სთხოვა, რადგან ის გადააგდეს და ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირობა არ შეასრულა.

ბიზნესმენი მერს კაბინეტში უყვირის, შეურაცხყოფს და ფულის დაბრუნებას ითხოვს. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ქრთამს კვირკვია არა მხოლოდ ზუგდიდის მერს, არამედ მაშინდელ გუბერნატორს, ლევან  შონიასაც, აძლევდა.

 

https://youtu.be/qSNk0KYlKNc

 

 

banner
წინა სტატიაშიირანი ევროკავშირს ურანის გამდიდრების გაძლიერებით ემუქრება
შემდეგი სტატიასოფელ კასრისწყალში გველმა მამაკაცს ფეხზე უკბინა