ინდონეზიის სანაპიროებთან “ბოინგი” ჩამოვარდა, რომელშიც 189 ადამიანი იმყოფებოდა

ავიაკომპანია Lion Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა Boeing 737 ჯაკარტას აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში კატასტროფა განიცადა. ის კუნძულ იავას მიდამოებში ჩავარდა ზღვაში. ინდონეზიის მთავრობის ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 189 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, სამი ბავშვი, ორი პილოტი და ხუთი ბორტგამცილებელი. “ბიბისის” ინფორმაციით, ბორტზე, ასევე, იყო ინდონეზიის ფინანსთა სამინისტროს ოცი წარმომადგენელი.
სამაშველო ოპერაცია კატასტროფიდან რამდენიმე წუთში დაიწყო. ვრცელდება, რომ მფრინავმა აფრენიდან მალევე ჯაკარტის აეროპორტში დაშვების უფლება ითხოვა.

მაშველების თქმით, ჯერჯერობით, გადარჩენილი ხალხის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი პარტიის თავმჯდომარეობიდან მიდის და კანცლერის პოსტზე კენჭს არ იყრის
შემდეგი სტატიატრამპის თაყვანისმცემელი და მიგრანტების მოწინააღმდეგე – ბრაზილიის პრეზიდენტად ჟაირ ბოლსონარუ აირჩიეს