ანგელა მერკელი პარტიის თავმჯდომარეობიდან მიდის და კანცლერის პოსტზე კენჭს არ იყრის

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შეასახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ გერმანიის ორ ფედერალურ მიწაზე გამართულ არჩევნებზე უმრავლესობა დაკარგეს. გარდა ამისა, ანგელა მერკელის კანდიდატურას არ დაასახელებენ პარტიის ლიდერის პოსტზე არჩევნებში, რომელიც დეკემბერში გაიმართება. “კანცლერის თანამდებობაზე ეს ჩემი უკანასკნელი ვადაა” – ორშაბათს განაცხადა მერკელმა. მისი თქმით, 2021 წლიდან პოლიტიკურ პოზიციებზე ის თავს არ წამოაყენებს. “ჩვენ ახალი გვერდი უნდა გადავშალოთ” – თქვა მერკელმა. ამავე დროს, მერკელი კანცლერის პოსტზე მიმდინარე ვადის ამოწურვამდე დარჩება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე – “ქართული ოცნების“ გემი სანაპირომდე ვერ მივა
შემდეგი სტატიაინდონეზიის სანაპიროებთან “ბოინგი” ჩამოვარდა, რომელშიც 189 ადამიანი იმყოფებოდა