ტრამპის თაყვანისმცემელი და მიგრანტების მოწინააღმდეგე – ბრაზილიის პრეზიდენტად ჟაირ ბოლსონარუ აირჩიეს

ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე კანდიდატმა ჟაირ ბოლსონარუმ გაიმარჯვა. მას ხმა ამომრჩევლების 55%-მა მისცა, მის ოპონენტ ფერნანდუ ადადს კი – 45%-მა. წინასააწჩევნო კამპანია ორი კანდიდატის მკაცრი კონფრონტაციის ფონზე მიმდინარეობდა. კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ადადმა განაცხადა, რომ ოპოზიციაში მიდის.

ბრაზილიის მოქმედმა პრეზიდენტმა მიშელ ტემერმა ბოლსონარუს გამარჯვება მიულოცა.
63 წლის ჟაირ ბოლსონარუ პირველი რადიკალი მემარჯვენეა, რომელიც 1985 წლის შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში. ის ცნობილია იმით, რომ ქალების და სექსუალური უმცირესობების მისამართით უხეშ ეპითეტებს იყენებს. მაგალითად, ერთ-ერთ თავის გამოსვლაში მან თქვა, რომ ქალს მამაკაცზე ნაკლები ხელფასი უნდა ჰქონდეს, რადგანაც მას შეუძლია დაორსულდეს და დეკრეტულ შვებულებაში გავიდეს. გარდა ამისა, ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის თაყვანისმცემელი და მიგრანტების მოწინააღმდეგეა. ბრაზილიელების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ის, როგორც ყოფილი სამხედრო პირი, დანაშაულის დონეს შეამცირებს ქვეყანაში.

banner
წინა სტატიაშიინდონეზიის სანაპიროებთან “ბოინგი” ჩამოვარდა, რომელშიც 189 ადამიანი იმყოფებოდა
შემდეგი სტატიანადეჟდა სავჩენკომ უკრაინას უჩივლა