ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება გახსნეს

ინდოეთის გუჯარატის შტატში 31 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა საზოგადო მოღვაწისა და ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სარდარ ვალაბხაი პატელის ძეგლი. მონუმენტის სიმაღლე 182 მეტრია, ამდაგვარად, ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძეგლია.
გახსნის ცერემონიას ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მარენდრა მოდი ესწრებოდა. მოდი იყო მონუმენტის აღმართვის ინიციატორიც, რომელიც ნიუ-იორკის თავისუფლების ქანდაკებაზე ორჯერ მაღალია. ქანდაკება 400 მილიონი ევრო დაჯდა.
სარდარ პატელი, რომელიც ინდოეთის ფარგლებს გარეთ ცნობილი არ არის, ინდოეთის პირველი შს მინისტრი იყო, ბრიტანეთიდან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ მან შეძლო ინდოეთის შტატები გაეერთიანებინა და ერთ სახელმწიფოდ შეეკრა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს
შემდეგი სტატიათურქეთის გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობის დეტალები გაასაჯაროვა