თურქეთის გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობის დეტალები გაასაჯაროვა

საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი წინასწარგანზრახული მკვლელობის მსხვერპლი გახდა – თურქეთის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა. მისი თქმით, ხაშოგი საკონსულოში შესვლისთანავე გაგუდეს – 31 ოქტომბერს სააგენტო Anadolu ავრცელებს.
გენპროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტის სხეული დაანაწევრეს და გაანადგურეს. “მიუხედავად ანკარას მცდელობისა, დანაშაულის გახსნასთან დაკავშირებით ერ-რიადთან თანამშრომლობაზე, ამას შედეგები არ მოუტანია” – უწყებაში აღნიშნეს. თურქეთმა ისევ მოითხოვა საუდის არაბეთისგან დანაშაულში ეჭვმიტანილების გადაცემა, რომლებიც გამოძიების ფარგლებში დაკავებულები არიან. ადრე ერ-რიადმა თურქეთის თხოვნა არ დააკმაყოფილა.

ჯამალ ხაშოგი, რომელიც აშშ-ში Washington Post-ისთვის წერდა, 2 ოქტომბერს თურქეთში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლეს. ერ-რიადმა ჟურნალისტის გაქრობის შესახებ 22 ოქტომბერს აღიარა. ადრე თურქული და ამერიკული მედია წერდა, რომ ხაშოგი სპეციალურმა ბრიგადამ გაანადგურა.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება გახსნეს
შემდეგი სტატიამიიბან-მოიბანეთ, გამოდით ხალხში და ბოდიში მოიხადეთ… „ინფო 9“-ის ყოფილი ჟურნალისტი „ოცნებას“ ცოდვებს უხსენებს