პუტინი რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

რუსეთის მიგრაციის პოლიტიკის ახალი რედაქცია რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გაამარტივებს – მოსკოვში 31 ოქტომბერს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა რუსი თანამემამულეების მსოფლიო კონგრესზე – დოკუმენტის ტექსტი კრემლის საიტზე გამოქვეყნდა.
რუსეთი მხად არის “საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს თავშესაფარი მისცეს, რომელთაც უკანონოდ დევნიან” – დაამატა პუტინმა – “დოიჩე ველე” წერს. მისი ინფორმაციით, უკანასკნელი 12 წლის მანძილზე რუსეთის ფედერაციაში 800 ათასი რუსი დაბრუნდა. გარდა ამისა, რუსეთი იმ უცხოელებისთვისაც უნდა დარჩეს ღია, რომლებიც რუსულ საზოგადოებაშის სრულ ინტეგრაციას არ აპირებენ – ნათქვამია დოკუმენტში. ყოველწლიურად რუსეთში 10 მილიონი უცხოელი შედია, მათ შორის 3 მილიონი შრომითი მიგრანტია – კონცეფციის შემქმნელები აღნიშნავენ.

banner
წინა სტატიაშითიბისი გალერეა საერთაშორისო პრინტ ფესტივალის დასკვნით ნაწილს მასპინძლობს
შემდეგი სტატიაინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება გახსნეს