ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრი შტატებს “შავი სოკოს” ეპიდემიის გამოცხადებისკენ მოუწოდებს

ინდოეთი საგანგაშო მდგომარეობა

ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლავ აგარვალმა ქვეყნის 29 შტატს მუკოროზის, ანუ „შავი სოკოს“ ეპიდემიის გამოცხადებისკენ მოუწოდა. ამ ნაბიჯით სამინისტრო უფრო ყურადღებით შეძლებს დააკვირდეს რა ხდება თითოეულ შტატში „შავი სოკოს“ გავრცელების კუთხით და მკურნალობის ინტეგრაციის უკეთესი საშუალება ექნება.

ინდოეთში ბოლო თვეების განმავლობაში კოვიდგადატანილ ან მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებში მუკოროზის ათასობით შემთხვევა გამოვლინდა. ექიმები ვარაუდობენ, რომ დაავადების გავრცელება, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 50%-ია, იმ სტეროიდებთან არის დაკავშირებული, რომლითაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ.

ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რამდენი შემთხვევაა გამოვლენილი ქვეყნის მასშტაბით. გასულ კვირაში, მაჰარაშტრას ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შტატში „შავი სოკოს“ ინფექციის 1 500 შემთხვევა იყო დადასტურებული.

banner
წინა სტატიაშისაქართველო აშშ-სგან 67 მილიონ დოლარამდე გრანტს მიიღებს
შემდეგი სტატიაისრაელის მედიის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჯერ-ჯერობით სრულდება