საქართველო აშშ-სგან 67 მილიონ დოლარამდე გრანტს მიიღებს

ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთში

საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებ შტატებს შორის დღეს, 21 მაისს საგრანტო შეთანხმეას ეწერება ხელი, რომლის მიხედვითაც USAID ჩვენ ქვეყანას 67 მილიონ დოლარამდე ოდენობის გრანტს გამოუყოფს 330 მილიონამდე გაზრდის შესაძლებლობით.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

შეთანხმებას ხელს 11 საათზე ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი და USAID-ის მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი მოაწერენ.

ცერემონიალს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი გახსნიან.

banner
წინა სტატიაშიFreedom House: 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს
შემდეგი სტატიაინდოეთის ჯანდაცვის მინისტრი შტატებს “შავი სოკოს” ეპიდემიის გამოცხადებისკენ მოუწოდებს