ისრაელის მედიის ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჯერ-ჯერობით სრულდება

ისრაელის მედიიც ცნობით, კონფლიქტის მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჯერ-ჯერობით სრულდება, რამდენადაც შუაღამის შემდეგ „ჰამასს“ რაკეტები ისრაელისთვის აღარ უსვრია.

მედიის ცნობითვე, არ ვრცელდება ინფორმაცია ისრაელის მხრიდან ღაზას სექტორის დაბომბვების თაობაზე. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, 02:00 საათიდან შევიდა ძალაში.

გამარჯვებას კონფლიქტის ორივე მხარე აღნიშნავს, თუმცა ორივე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში მზად არის საპასუხო ნაბიჯისთვის. ოფიციალური კაიროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის ეგვიპტის ორ დელეგაცია განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიინდოეთის ჯანდაცვის მინისტრი შტატებს “შავი სოკოს” ეპიდემიის გამოცხადებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიასაქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინაზე – “სინოვაკზე” რეგისტრაცია დღეიდან იწყება