იმნაძე – ვაქცინაციის წინ კოვიდგადატანილი პირებისთვის ანტისხეულებზე ტესტის ჩატარება საჭირო არ არის

არავითარი ტესტის ჩატარება კოვიდგადატენილებისთვის ვაქცინაციის წინ საჭირო არ არის, რადგან რომც არ გქონდეთ ვთქვათ, ანტისხეულები, არ ნიშნავს, რომ დაცულები არ ხართ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ განაცხადა.

მისივე თქმით, მათ, ვისაც აქვთ ანტისხეულები, აცრის შემდეგ უკეთესი დაცვა ექნებათ.

„არის ეგრეთ წოდებული ჰუმორული იმუნიტეტი, ანუ ანტისხეულები და უჯრედული. ტესტი არაფერს გაძლევთ. თუ გაქვთ ანტისხეულები, აცრის შემდეგ მეტი ანტისხეული გექნებათ და შესაბამისად, უკეთესი დაცვა. ამიტომ, გაქვთ თუ – არა, ამის გაგება ვაქცინაციის წინ არაფერს არ გაძლევთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამა ანდრია სარია – გოლეთიანის ჭყონდიდის ეპარქიაში ჩასვლა იყო დიდი შეცდომა
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი თალაკვაძეზე – ივანიშვილისთვის მიუღებელი გახდა და სასწრაფოდ ჩაანაცვლეს