“ეს მეთოდი დაშინების და ძალადობის არ გაუვა არავის, არ გასვლია და მითუმეტეს არ გაუვა ბიძინა ივანიშვილს,” – ამ განცხადებას ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე აკეთებს.
ხაზარაძის თქმით, ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება და ივანიშვილი რუსული გეგმის სისრულეში მოყვანას ვერ შეძლებს.
ეს მეთოდი დაშინების და ძალადობის არ გაუვა არავის, არ გასვლია და მითუმეტეს არ გაუვა ბიძინა ივანიშვილს. ეს ბრძოლა იქნება მოგებული ღირსეულად ქართველი ხალხის მიერ, ამ ახალგაზრდობის მიერ და კიდევ გავიმეორებ, რომ საქართველოს, თავისუფლებას ვერავინ წაართმევს.
ის, რომ ქართული ოცნება და ივანიშვილი ასრულებს რუსულ დავალებას, ამაზე კითხვა არ არსებობს,“ – ამბობს ხაზარაძე.