ბოკერია: აშშ-ში ვიზიტზე უარი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ღალატის კიდევ ერთი დადასტურებაა

ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენი ქვეყნის უტიფარი ღალატის კიდევ ერთი დადასტურებაა, როდესაც, რაც შენ ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების თვალსაზრისით და სადაც ჩვენ გვჭირდება ამ უსაფრთხოების მოპოვება, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან, იქ ამ თემაზე საუბარზე უარს იძახი NATO-ს სამიტის წინ. ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთი ფაქტი ირკვევა, რომ ღიად ღალატობენ ჩვენ ქვეყანას. ამას აკეთებდნენ მშვიდობის დაცვის დროშის ქვეშ, მაშინ, როდესაც ყველა თავისი ნაბიჯით საქართველოს წირავენ მარტო დარჩენისთვის ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის პირისპირ, ანუ სისხლისღვრისთვის და მსხვერპლისთვის. ომის პარტია ივანიშვილის რეჟიმი და ქართული ოცნებაა, ამიტომაც არის აუცილებელი მათთვის დემოკრატიულად წერტილის დასმა და ხელისუფლებიდან ჩამოცილება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის განცხადება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ ღალატის კიდევ ერთ უტიფარ მაგალითს გვაჩვენებს,-ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, მთავრობის პირები აშშ-ში პარტნიორობის განსახილველად მიიწვიეს, რაზეც მათ უარი თქვეს.

banner
წინა სტატიაში“ევროპა საქართველოს ხალხთან უნდა დადგეს”-ევროპარლამენტარი გი ვერჰოფსტადტი
შემდეგი სტატიადაშინების და ძალადობის მეთოდი არ გაუვა არავის, არ გასვლია და მითუმეტეს არ გაუვა ბიძინა ივანიშვილს – ხაზარაძე