მამა ანდრია სარია – გოლეთიანის ჭყონდიდის ეპარქიაში ჩასვლა იყო დიდი შეცდომა

“გოლეთიანის ჭყონდიდის ეპარქიაში ჩასვლა რამდენიმე მიზეზით იყო დიდი შეცდომა: 1. მეუფე სტეფანემ პატრიარქის ბრალდების გადასაფარად მეუფე პეტრეს დასდო ბრალი. იზიარებს თუ არა ამ ბრალდების შინაარს? რადგან მამების პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს არის სტეფანეს წინააღმდეგ. 2. მეუფე სტეფანემ დედა სოსანას მიმართა: ,,დავაი რა დებილო დედაკაცო… დააყენე ერთი ადგილი”…
პირადად მე გიგანტური ჰესების მშენებლობას ვეწინააღმდეგები ასეთი კაბალური გარიგებით და ეკოსისტემის განადგურების ხარჯზე. ამიტომ ეს თემა ცალკე საკითხია და მისი გადადგმული ნაბიჯი ჭყონდიდში მეორადი განხილვის.
როდესაც აცხადებ: ვემიჯნები პროვოკაციებს და ძალადობას. უკაცრავად: ვის გულისხმობთ პროვოკატორში? ამბობ, რომ სტეფანეს ეპარქიაში მრევლი ხართ და სიმშვიდის მხარდასაჭერად ჩახვედი, ანუ, ჩვენ ვართ პროვოკატორები? ეკლესიაში და ჭყონდიდში სიმშვიდე იყო სანამ კანონიერი მმართველი იყო ეპარქიაში მიტროპოლიტ პეტრეს სახით. მეუფე გრიგოლმაც შეინარჩუნა ეს სიმშვიდე, სანამ ჯალათური განწყობებით არ მოვიდა მეუფე სტეფანე. სტეფანემ მოუწოდა ხალხს ჩამოდითო, მამა დანიელმა ითხოვა თავი შეიკავეთო! რაღა ამ მოწოდებულზე მოგინდა ჩასვლა, სხვა დღე ვერ გამონახე სიმშვიდისთვის?! პატრიარქზე წაყენებულ ბრალდებას სჭირდება საეკლესიო კრება, აუცილებლად დადგება ეს დრო, როდესაც დაიწყება განხილვა მამათმავლობის ბრალდებაზე. იქ გამოჩნდება მართალიც და მტყუანიც. მანამდე ნებისმიერ ადამიანს ევალება თავშეკავებული იყოს. ისტერია სოციალურმა ქსელმა კი არა, თქვენმა უადგილო ჩასვლამ გამოიწვია! ერთ-ერთი წითური მთლად აგრესიულ როლშიც კი შევამჩნიე და იმედია მალე დავადგენ კადრების საშუალებით! ღმერთი გფარავდეთ!” – წერე მამა ანდრია სარია

banner
წინა სტატიაშისუს-ის ანგარიშის თანახმად, ქვეყნის მთავარ გამოწვევად კვლავ რუსული ოკუპაცია რჩება
შემდეგი სტატიაიმნაძე – ვაქცინაციის წინ კოვიდგადატანილი პირებისთვის ანტისხეულებზე ტესტის ჩატარება საჭირო არ არის