იმნაძე – „ასტრაზენეკას“ გაურკვეველი ბედი ჰქონდა თავიდანვე, რაც გამოვიდა ბაზარზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაკვირვების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

აღნიშნულით იმნაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას: „რა ბედი ელით მეორე ვაქცინაციასთან დაკავშირებით იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზით არიან აცრილი, შემდეგ კი ასაკობრივი შეზღუდვა შეეხოთ“.

„ასტრაზენეკას“ გაურკვეველი ბედი ჰქონდა თავიდანვე, რაც გამოვიდა ბაზარზე. არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, არც ევროპის წამლის სააგენტოს არაფერი არ უთქვამს აცრის ასაკზე. ითქვა, რომ შესაძლოა, რაღაც რისკები არსებობს, მაგრამ რისკი განუზომლად დაბალია სარგებელთან შედარებით. შესაბამისად, რამდენიმე ქვეყანამ ასაკობრივი შეზღუდვა შემოიღო.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ მეორე დოზას, ძალიან ბევრმა ქვეყანამ თქვა, რომ თუ პირველ დოზაზე არაფერი იყო, მეორე დოზა პრობლემა არ არის. ამიტომ, ვინც უფრო ახალგაზრდა ასაკში მიიღო, შეუძლია ისევ მიიღოს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით ერთი ქვეყანაა, რომელმაც თქვა, არა, მეორეზე სხვა ვაქცინით უნდა აიცრა. ჩვენ კიდევ გვაქვს ერთი ორი კვირა, ვიდრე მეორე ტური დაიწყება „ასტრაზენეკასი“, დავაკვირდებით, რა სამეცნიერო მტკიცებულებები გამოქვეყნდება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“
შემდეგი სტატიაშეცდომა ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერზე