ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“

ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადებთან დაკავშირებით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ხორციელდება.

მომზადებული კანონპროექტით დგინდება, რომ ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიიმნაძე – დღეს ჩვენ ვიცით, რომ ვაქცინა მინიმუმ ექვსი თვე კარგად მუშაობს
შემდეგი სტატიაიმნაძე – „ასტრაზენეკას“ გაურკვეველი ბედი ჰქონდა თავიდანვე, რაც გამოვიდა ბაზარზე