იმნაძე – 10 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით, დღეს საქართველოში ინფიცირების ხუთჯერ მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ინდოეთში იყო

დღეს ჩვენ ავადობა გვაქვს 10 ათს მოსახლეზე გადაანგარიშებით ინდოეთში რაც ხდებოდა იმაზე ხუთჯერ მეტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღეს დაწესებული შეზღუდვები იძლევა საშუალებას, რომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა იყოს ნაკლები.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეზღუდვები მოგვცემს საშუალებას, რომ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთა იყოს ნაკლები. სავალე ჰოსპიტლის ნოუჰაო არის კოვიდსასტუმროები, მაქსიმალურად კიდევ ფართოვდება კოვიდსასტუმროები. ჩემს ყველა კოლეგას ვუდასტურებ ღრმა პატივისცემას, ის, რაც მათ გადააქვთ წელიწადნახევარია. დღეს ჩვენ ავადობა გვაქვს 10 ათს მოსახლეზე გადაანგარიშებით ინდოეთში რაც ხდებოდა იმაზე ხუთჯერ მეტი. ამას უძლებენ ჩემი კოლეგები“, – განაცხადა იმნაძემ

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მასშტაბით, საუნივერსიტეტო სივრცეებში ამცრელი ცენტრები გაიხსნება
შემდეგი სტატიაგიორგი ღიბრაძე – მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე