გიორგი ღიბრაძე – მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე

მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

როგორც ოპერაციული შტაბის უფროსმა, აღნიშნა, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას – ექვემდებარებიან დალუქვას.

„მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე, მათ შორის ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვაზე, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ. შეგახსენებთ, მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის, ობიექტები ჯარიმდებიან 10 ათასი ლარით, ხოლო განმეორებით დარღვევისას – ექვემდებარებიან დალუქვას“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე – 10 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით, დღეს საქართველოში ინფიცირების ხუთჯერ მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ინდოეთში იყო
შემდეგი სტატიაკორონავირუსზე პისიარ და ანტიგენის ტესტები შესაძლოა, უფასო აღარ იყოს