დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოთხოზორი-ტატუაშვილის სია გაფართოვდეს

ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების საქმეზე თუ სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთება და მოხვდება იმ კრიტერიუმებში, რა კრიტერიუმებიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დადგენის დროს იყო, სია გაფართოვდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ოთხოზორია-ტატუაშვილის სია ცოცხალი დოკუმენტია და ამ სიაში დანაშაულში ბრალდებული, ან მსჯავრდებულები ხვდებიან.

„ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, თუ გარემოებები და სისხლის სამართლის დანაშაული გამოიკვეთება, თუ მოხვდება იმ კრიტერიუმებში, რა კრიტერიუმებიც ოთხოზირია-ტატუნაშვილის სიის დადგენის დროს იყო, ბუნებრივია, სია გაფართოვდება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, დავით ზალკალიანმა პარლამენტში დღევანდელ გამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის კრიტიკა და დისკუსია ყოველთვის მისაღებია.

„რაც არ უნდა კრიტიკული იყოს დისკუსია, ჩემთვის მისაღები და სასარგებლოა. მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტებს ბევრ რამეში არ ვეთანხმები და რადიკალურად განსხვავებული პოზიციები გვაქვს. შესაძლოა, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხზე არა, რაც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დეოკუპაცია. მაგრამ მიზნისკენ მიმავალ გზებზე და ფორმებზე არის რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ავტორი – მანანა დევაძე

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახური ბათუმის ახალი სასაფლაოს მოწყობის პროცესში დაშვებულ ხარვეზებზე მიუთითებს
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: უკრაინის ნატოში ინტეგრაციისთვის ბევრი ინსტრუმენტი არსებობს