იენს სტოლტენბერგი: ალიანსი მხარს უჭერს თურქეთის უფლებას დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე

ყველა მოკავშირე ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მხარს უჭერს თურქეთის უფლებას დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე. ამის შესახებ განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
სტოლტენბერგის თქმით , ნატოს ქვეყნები შეშფოთებულები არიან რეგიონში რუსეთის სამხედრო კონტინგენტის გაზრდით, თუმცა მათ მთავარ მიზნად კვლავ სიტუაციის დარეგულირება რჩება. განაცხადა ნატოს გენმდივანმა თურქეთის პრემიერ-მინიტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერათობლივ პრესკონფერენციაზე. ამასთანავე სტოლტენბერგი მიესალმა თურქეთის მხრიდან მოსკოვთან კონტაქტის დამყარების მცდელობას.

შეგახსენებთ, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა 24 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა. თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პუტინმა უკვე მოაწერა ხელი ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესდა, ხოლო თურქეთის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა აეკრძალათ.

banner
წინა სტატიაშიმთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ოლქის პროკურორებს შეხვდა
შემდეგი სტატიამთავრობა სამწლიანი მუშაობის ანგარიშის გასაშუქებლად 611 500 ლარს დახარჯავს