მთავრობა სამწლიანი მუშაობის ანგარიშის გასაშუქებლად 611 500 ლარს დახარჯავს

მთავრობის სამწლიანი მუშაობის ამსახველი ანგარიშის გასაშუქებლად ბიუჯეტიდან 611 500 ლარი დაიხარჯება, ამის შესახებ მთავრობის 27 ნოემბრის # 2552 განკარგულებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს:
„საქართველოს მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამების ამსახველი ანგარიშის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას გამოუყოს 611 500 (ექვსას თერთმეტი ათას ხუთასი) ლარი.“- ნათქვამია განკარგულაებაში.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: ალიანსი მხარს უჭერს თურქეთის უფლებას დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე
შემდეგი სტატიახათუნა გოგორიშვილი: „ოცნება“ ტყუის, როცა ცვლილების მიზეზად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასახელებს