მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ოლქის პროკურორებს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ოლქის პროკურორებს და ქ.თბილისის პროკურორს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მთავარმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის განვითარების და რეფორმირების საკუთარი გეგმა გააცნო ოლქის პროკურორებს და ამ მიმართულებებით მათ დავალებები მისცა.

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 2 დეკემბერს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან გაფართოებული შეხვედრის გამართვას გეგმავს, სადაც პროკურატურის განვითარების საკუთარ პროგრამას გააცნობს თანამშრომლებს და აღნიშნულ ფორმატში მოხდება სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებებით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილმა აფხაზეთთან დაკავშირებით მისი მოსაზრების შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი: ალიანსი მხარს უჭერს თურქეთის უფლებას დაიცვას თავისი საჰაერო სივრცე