იაპონიის პარლამენტმა ძველი პრემიერ-მინისტრი ხელმეორედ აირჩია

იაპონური მედიის ცნობით, იაპონიაში 22 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა და პარტიის ლიდერი შინძო აბე კიდევ ერთხელ იქნა პრემიერად არჩეული.

საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, აბეს  კანდიდატურას მხარი იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა. აბე სავარაუდოდ  წინა მთავრობის კაბინეტის ყველა წევრს ახალ მთავრობაშიც შეინარჩუნებს. იაპონიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში შინძო აბეს  ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ  გაიმარჯვა და პარლამენტში მანდატების 2/3 მიიღო. ქვეყანაში პარლამენტის ზედა პალატის სენატის არჩევნები 2016 წლის ივლისში ჩატარდა. სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრები, რომლებიც ქმნიან იაპონიის პარლამენტს   ხალხი ირჩევს.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს 2 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიარუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის ერთდღიანი ვიზიტი თბილისში