ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს 2 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

როგორც იუწყება ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური, “საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის მესაზღვრეებმა უკვე მესამეჯერ დააკავეს საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი.   ეს უკანასკნელი გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრია. პირველად იგი ე.წ. მესაზღვრეებმა აგვისტოში დააკავეს,  მეორედ კი – სექტემბერში. ორივე შემთხვევაში იგი გაანთავისუფლეს ჯარიმის გადახდის შემდეგ.
“მესამეჯერ ბესტაევი დაკავებულ იქნა 30 ოქტომბერს ცხინვალის რაიონის სოფელ ხელჩუას მიდამოებში. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. 1 ნოემბერს სასამართლომ მას 2 თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა”, – იტყობინება  ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური.
banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაიაპონიის პარლამენტმა ძველი პრემიერ-მინისტრი ხელმეორედ აირჩია