რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის ერთდღიანი ვიზიტი თბილისში

1 ნოემბერს რუსეთის პატრიარქის კურთხევით საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი.
საქართველოს საპატრიარქოში იგი მიიღო უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი, ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი, სხვა სასულიერო პირები.
მიტროპოლიტმა ილარიონმა გადასცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის პატრიარქის კირილეს მისალმება და მიიპატიჟა იგი მოსკოვში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს აღდგენის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მინაწილეობის მისაღებად.
შეხვედრის დროს, ასევე, განიხილეს “ორ ძმურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ურთიერთობების განვითარების საკითხები”.
რუსული ეკლესიის წარმომადგენელმა საჩუქარი უბოძა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს : ძველი გრავიურა, რომელზეც გამოსახულია ქართველი კათოლიკოსის ანტონის პორტრეტი, აგრეთვე რარიტეტული წიგნები.
თავის მხრივ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სტუმარს უსახსოვრა ქართველი იუველირების მიერ შექმნილი სალამპრე.
ინფორმაციას ავრცელებს მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური საიტი.

banner
წინა სტატიაშიიაპონიის პარლამენტმა ძველი პრემიერ-მინისტრი ხელმეორედ აირჩია
შემდეგი სტატიააშშ-მ რუსეთი გაუთანაბრა ჩრდილოეთ კორეას და ირანს