იაპონია უკრაინას საკვებისა და მედიკამენტების დამატებით მარაგს მიაწვდის – იაპონიის პრემიერი

იაპონია უკრაინას საკვებისა და მედიკამენტების დამატებით მარაგს მიაწვდის. ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას CNN-იავრცელებს.

,,იაპონია ,,დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ერთად უკრაინის მხარდასაჭერად დიპლომატიურ ძალისხმევას გაზრდის“ , – განაცხადა კიშიდამ.

გამოცემის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც მედია წერს, წელს ეს არის მეოთხე სატელეფონო საუბარი რომელიც ორ ლიდერს შორის შედგა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრად გოგიტა თოდრაძე აირჩია
შემდეგი სტატიადავით სონღულაშვილი: საქართველოს უნდა ჰქონდეს ამბიცია და აქვს ამის სრული შესაძლებლობა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით რეგიონში ლიდერები ვიყოთ