პარლამენტმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრად გოგიტა თოდრაძე აირჩია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრის არჩევად გოგიტა თოდრაძის და ალექსანდრე არაბულის კანდიდატურა წარედგინა.

პარლამენტმა ფარული კენჭისყრით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს წევრად გოგიტა თოდრაძის კანდიდატურას 80 ხმით მხარი დაუჭირა. რაც შეეხება ალექსანდრე არაბულის კანდიდატურას, მან მხოლოდ 7 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო სავალუტო ფონდი სპეციალურ ანგარიშს ქმნის, რომლის ფარგლებშიც უკრაინა თვეში 5 მილიარდ დოლარს მიიღებს – შმიგალი
შემდეგი სტატიაიაპონია უკრაინას საკვებისა და მედიკამენტების დამატებით მარაგს მიაწვდის – იაპონიის პრემიერი