იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი ტრამპის შტაბის უფროსად დაინიშნა

იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი ტრამპის შტაბის უფროსად დაინიშნა

7ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი პოლ მანაფორტი აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის უფროსად დაინიშნა Reuters-ი წერს.
სააგენტოს წყაროს ცნობით, მანაფორტი ტრამპის შტაბთან აპრილიდან თანამშრომლობს – მას საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად დიდი გამოცდილება აქვს.
გუშინ, ტრამპის შტაბის ყოფილი უფროსი კერი ლევანდსკი, რომელის შტაბს კამპანიის დაწყებიდან ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გადადგა. ჯერჯრობით არ ვრცელდება, ის გაუშვეს თუ საკუთარი სურვილით წავიდა.
სხვადასხვა ვარაუდთ, მას ტრამპის ქალიშვილთან, რომელიც ასევე მამის შტაბში მუშაობს, უთანხმოება მოუვიდა, ზოგის ინფორმაციით, მას საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა.
ტრამპის პრეს-სამსახურმა ლევანდსკის გუშინ მადლობა გადაუხადა შესრულებული სამუშაოსთვის. სხვა დეტალები ოფიციალურად არ გავრცელებულა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში იპოვეს მიკროავტობუსი, რომელშიც ერთი ტონა ასაფეთქებელით იყო დატვირთული
შემდეგი სტატიაპროკურატურის გამოძიება და ფარცხალაძის პირველი კომენტარი