თურქეთში იპოვეს მიკროავტობუსი, რომელშიც ერთი ტონა ასაფეთქებელით იყო დატვირთული

თურქეთში იპოვეს მიკროავტობუსი, რომელშიც ერთი ტონა ასაფეთქებელი იდო

8მიკროავტობუსი, რომელშიც ერთი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება იდო, თურქულ პროვინცია დიიაბაკირში აღმოაჩინეს – დღეს Hurriyet-ი წერს.
დანაღმული მანქანა ქალაქ ერგანის ერთ-ერთ ქუჩაზე იდგა. გუშინ საღამოს პოლიციამ რაიონს ალყა შემოარტყა. რაიონის მოსახლეობა ევაკუირებულ იქნა. სპეციალისტებმა ასაფეთქებელის გაუვნებელყოფა შეძლეს. არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში თურქეთში ძალიან ხშირად ხდება ტერაქტები. ძირითადად, მას ქურთული პარტიები აწყობენ, რომლებიც თურქეთში დამოუკიდებლობისათვის იბრძვიან.

banner
წინა სტატიაშითამარ ხულორდავამ N12 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა
შემდეგი სტატიაიანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი ტრამპის შტაბის უფროსად დაინიშნა