პროკურატურის გამოძიება და ფარცხალაძის პირველი კომენტარი

farcxaladze_4საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. კურიერთან სატელეფონო საუბარში ყოფილი პროკურორი ამბობს, რომ მას საგამოძიებო ორგანოდან არავინ დაკავშირებია.

რუსთავი 2-ის კითხვაზე – აპირებს თუ არა დაკითხვაზე დაბარების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობას, ფარცხალაძემ გვიპასუხა, რომ გვეხემძღვანელა იმ განცხადებებით, რომელიც მან კვირას, გადაცემა პოსტ სკრიპტუმისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ყოფილი მთავარი პროკურორი კურიერთან საუბრისას ამბობს, რომ აღარ აპირებს საჯარო განცხადებების გაკეთებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ყოფილი პრემიერმინისტრი და შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ ის საკნიდან მაშინდელი მთავარი პროკურორის – ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს და სხვადასხვა გახმაურებულ საქმეებზე ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ.

“რუსთავი2”

banner
წინა სტატიაშიიანუკოვიჩის ყოფილი მრჩეველი ტრამპის შტაბის უფროსად დაინიშნა
შემდეგი სტატიასახელმწიფომ ზურაბ ჭანკოტაძეს არამეტარიალური ზიანის ანაზღაურების სახით 20 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს