ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს, მისი მეუღლე დაჭრეს

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მოკლეს და მისი მეუღლე დაჭრეს პორტ ო პრენსში, საკუთარ სახლზე თავდასხმისას. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირები 7 ივლისს ადგილობრივი დროით 01:00 საათზე (საქართველოს დროით 17 საათი) მოაწყვეს თავდასხმა – პრემიერ მინისტრმა კლაუდ ჯოზეფმა თქვა – “ბიბისი” წერს. პრემიერმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ჟოვენელ მოიზი ჰაიტის პრეზიდენტი 2017 წელს გახდა, მაშინ, როცა ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე ღარიბი იყო.მან საკუთარი გადადგომის მოტხოვნით მრავალი პროტესტი გამოიარა.

მიმდინარე მომენტში ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობაა, ხშირია სხვადასხვა ბანდიტური დაჯგუფებების მხრიდან თავდასხმები.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს ამაზრზენი შემთხვევა უწოდა და ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თავდამსხმელები ინფლისურად და ესპანურად ლაპარაკოდბნენ. ქვეყანაში კრეოლსა და ფრანგულ ენაზე საუბრობენ. ასევე, ინფორმაცის ვრცელდება შავებში ჩაცმულ თავდამსხმელ მამაკაცებზე, რომელთაც “ძალიან ძლიერი იარაღი ჰქონდათ”.

ჰაიტის ელჩმა აშშ-ში თქვა, რომ თავდასხმის უკან ამერიკელები არ დგანან.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის აფთიაქებში საკუთარი წარმოების კანაფი გაიყიდება
შემდეგი სტატიადუშანბე ავღანეთთან საზღვრის დაცვაში დახმარებას ითხოვს