დუშანბე ავღანეთთან საზღვრის დაცვაში დახმარებას ითხოვს

“თალიბანის” მიერ ავღანეთის რაიონების დაპყრობის გამო ტაჯიკეთის სახელმწიფო საზღვარს, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება, ასობით სახელმწიფო სამხედრო მოსამსახურე კვეთს. ტაჯიკეთმა საზღვრის დასაცავად დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას მიმართა – 7 ივლისს ორგანიზაციაში ტაჯიკეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჰასან სულტონოვმა თქვა.
მან ორგანიზაციის ონლაინ შეხვედრაზე ქვეყნის სამხრეთ საზღვრების ის ნაწილები აჩვენა, რომელიც რთულადმისადგომ მთებშია და რომლის დაცვასაც ითხოვს. “მარტო ამ ამოცანისთვის თავის გართმევა რთულია” – აღნიშნა ჰასან სულტონოვმა. მან, ასევე თქვა, რომ პრეზიდენტ ემომალ რახმონის განკარგულებით ავღანეთთან საზღვრის გარკვეულ ნაწილებში სპეციალური ჯარი გაიგზავნება, რომელიც დაახლოებით 20 ათას რეზერვისტს მოიცავს. სულ საუბარია 910 კილომეტრიანი მონაკვეთის გაკონტროლებაზე. უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე ავღანეთიდან დაახლოებით 1500 ჯარისკაცი გადავიდა ტაჯიკეთში, ისინი ავღანეთში სამთავრობო ნაწილებში მსახურობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ნატოს ჯარები აშშ-ს ხელმძღვანელობით ავღანეთს ნელ-ნელა ტოვებენ, ისინი ავღანეთს, სადაც უკვე 20 წელია იმყოფებიან საბოლოოდ 11 სექტემბერს დატოვებენ.

banner
წინა სტატიაშიჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს, მისი მეუღლე დაჭრეს
შემდეგი სტატიატრამპმა თქვა, რომ გუგლს, ტვიტერს და ფეისბუქს სასამართლოში უჩივლებს