გერმანიის აფთიაქებში საკუთარი წარმოების კანაფი გაიყიდება

გერმანიის აფთიაქებში სამედიცინო მიზნებით ადგილობრივი წარმოების კანაფი გაიყიდება. 7 ივლისიდან გერმანიის აფთიაქებში პაციენტები იმ ხარისხისა და ნორმის სამედიცინო პრეპარატს მიიღებენ, რომელიც გერმანიის მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების ინსტიტუტის მიერ არის დაწესებული. ერთი გრამი კანაფი 4,30 ევრო (დაახლოებით 17 ლარი) ეღირება – “დოიცე ველე” წერს.

კანაფის სააგენტოს დავალებით გერმანიაში კანაფი სამი კომპანიას მოყავს. თუმცა, მცენარის შემოტანა მაინც ხდება. ელოდებიან, რომ მომდევნო ოთხი წლის მანძილზე გერმანია 10,4 ტონა კანაფის წარმოებას შეძლებს.
კანაფის სააგენტო 2017 წელს სამედიცინო მიზნით კანაფის გასაკონტროლებლად შეიქმნა. ზუსტად ამ წელს დაუშვეს გერმანიაში კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს, მისი მეუღლე დაჭრეს