ჰააგის სასამართლომ კოტ დ’იუვარის ყოფილი პრეზიდენტი გაამართლა

 

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადებაში უდანაშაულოდ ცნო  კოტ დ’იუვარის ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო. ექს-პრეზიდენტს ბრალი 2010 წლის არჩევნების შემდეგ წაუყენეს, რომლის შედეგადაც ქვეყანაში სამი ათასი ადამიანი მოკვდა, ნახევარი მილიონი კი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა – “ბიბისი” წერს.

გბაგბო 2011 წელს საპრეზიდენტო ბუნკერში ფრანგმა სამშვიდობოებმა დააპატიმრეს, რომლებიც არჩეულ პრეზიდენტ ალასან უატარს უჭირდნენ მხარს.
ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ  ლორან გბაგბო არ არის დამნაშავე, რადგანაც ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, და გამოაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სასწრაფოდ უნდა გაანთავისუფლონ ციხიდან.

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ვერდიქტმა, შესაძლებელია, საერთაშორისო სასამართლოს რეპუტაციაზე ცუდად იმოქმედოს.

banner
წინა სტატიაშიინდოეთში ყველაზე დიდი დღესასწაული “დოქების ლეგენდა” იწყება  (+ფოტო)
შემდეგი სტატიაესპანეთში ასმეტრიანი ჭაბურღილიდან ორი წლის ბავშვის ამოყვანას ორი დღეა ცდილობენ