ესპანეთში ასმეტრიანი ჭაბურღილიდან ორი წლის ბავშვის ამოყვანას ორი დღეა ცდილობენ

 

ესპანეთის სამხრეთით მესამე დღეა ორი წლის ბავშვის ჭაბურღილიდან ამოყვანას ამაოდ ცდილობენ მაშველები. მათთან ერთად ოპერაციაში პოლიციელებიც და მეხანძრეებიც არიან ჩართული. ცოცხალია თუ არა ბავშვი, ჯერჯერობით, უცნობია.
შემთხვევა კვირას სოფელ ტოტალანში მოხდა, რომელიც მალაგასთან ახლოს მდებარეობს. ბავშვის მამამ პოლიციას 14.00 საათზე დაურეკა და აცნობა, რომ ბავშვი ჭაში ჩავარდა – “ბიბისი” წერს.
მაშველებმა ჭაბურღილის დიაგონალურად გვირაბის გათხრა დაიწყეს. განიხილება სხვა ვარიანტებიც. როგორც გავრცელდა, სამაშველო ოპერაცია ბავშვის პოვნამდე გაგრძელდება.

ჭაბურღილი რამდენიმე დღის წინ წყლის გამო გაითხარა. როგორც აღმოჩნდა, ის დაცული არ ყოფილა. ჭის დიამეტრი 25 სანტიმეტრია.

banner
წინა სტატიაშიჰააგის სასამართლომ კოტ დ’იუვარის ყოფილი პრეზიდენტი გაამართლა
შემდეგი სტატიაირანელებმა კოსმოსური აპარატი წარუმატებლად გაუშვეს