ინდოეთში ყველაზე დიდი დღესასწაული “დოქების ლეგენდა” იწყება  (+ფოტო)

15 იანვრიდან მარტის დასაწყისამდე ჩრდილოეთ ინდოეთის ქალაქ პრაიაგრაჯში (ალახაბადი) მდინარე სანგამში, იქ, სადაც მდინარეები განგი, იამუნა და მითიური სარასვატი ერთმანეთს უერთდება, 120 მილიონამდე მომლოცველი შეიკრიბება – “ბიბისი” წერს.
ინდუსებს სწამთ, რომ განბამვა მათ ცოდვებისგან გაწმენდს და “მოკშას” მდგომარეობის მიღწევაში დაეხმარება, რაც მათ სიცოცხლისა და სიკვდილის ბრუნვისგან გაანთავისუფლებს.
დღესასწაულს, ასევე, “დოქების ლეგენდას” უწოდებენ და მას ზენა და ქვენა ძალების დოქისთვის ბრძოლის თქმულება უდევს საფუძვლად, რომელშიც უკვდავების ნექტარი იდო.
რელიგიური ფესტივალის “კუმბხა მელას” პირველ დღეს დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს ელოდებიან. მაგრამ, მომლოცველების ყველაზე მეტ რაოდენობას, დაახლოებით 30 მილიონ ადამიანს, 4 თებერვალს პროგნოზირებენ – ზუსტად ამ დღეს უწოდებენ ასტროლოგები განბანვისთვის საუკეთესოს. 

banner
წინა სტატიაშიკანადელს ჩინეთში სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
შემდეგი სტატიაჰააგის სასამართლომ კოტ დ’იუვარის ყოფილი პრეზიდენტი გაამართლა