გორის ცენტრში სპეციალისტები მიწის სკანირების შედეგებს ელოდებიან

გორის ცენტრალური პარკი და მიმდებარე ტერიტორია უკვე მეორე დღეა მთლიანად პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული, თუმცა 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარის საძიებო სამუშაოები დროებით შეჩერებულია. სამართალდამცველები მიწის სკანირების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ელოდებიან, რის შემდეგაც პროცესი განახლდება. გუშინ ადგილზე პოლიციასთან ერთად 2004 წელს გაუჩინარებული, 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. სავარაუდოა, რომ 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა, იაგო ნებიერიძემ, რომლიც ზაქრო ბერძნიშვილის გაუჩინარებაშიც ფიგურირებს, სამართალდამცველებს ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელად სწორედ ეს ტერიტორია მიუთითა.

banner
წინა სტატიაშიამერიკელი პარტნიორები საქმის კურსში უნდა იყვნენ და მხარს უჭერდნენ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც არჩევნების პირველ ტურში გამოჩნდა
შემდეგი სტატიასულხან სალაძე – საარჩევნო კამპანია აგებულია ნეგატივზე