ამერიკელი პარტნიორები საქმის კურსში უნდა იყვნენ და მხარს უჭერდნენ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც არჩევნების პირველ ტურში გამოჩნდა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება. როგორც „თაიმერს” „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, ბაქრაძეს შეხვედრები ექნება აშშ-ის კონგრესში, ანალიტიკურ ცენტრებში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქართულ დიასპორასთან ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში.

დავით ბაქრაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში სერიოზული ცვლილებების პროცესი მიდის. „ქვეყანა იმყოფება იმ ზღვარზე, როდესაც ქართული დემოკრატია კიდევ ერთხელ გადის დიდ გამოცდას და საქართველოში კიდევ ერთხელ მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა.

მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები სრულად იყვნენ საქმის კურსში, თუ რა ხდება საქართველოში და მხარს უჭერდნენ იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც ასე თვალნათლივ გამოჩნდა არჩევნების პირველ ტურში და რაც ხალხთან, ამომრჩევლებთან ერთად, ბოლომდე უდნა მივიყვანოთ მეორე ტურში“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა
შემდეგი სტატიაგორის ცენტრში სპეციალისტები მიწის სკანირების შედეგებს ელოდებიან