სულხან სალაძე – საარჩევნო კამპანია აგებულია ნეგატივზე

როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის წინ საარჩევნო კამპანია აგებულია ნეგატივზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განუცხადა. იგი კანდიდატებს მოუწოდებს, იყვნენ კონსტრუქციულები და მშვიდობიან გარემოში უზრუნველყონ საარჩევნო პროცესების წარმართვა.

“საარჩევნო კამპანია აგებულია არა იმაზე, თუ რატომ უნდა აირჩიო კონკრეტული კანდიდატი, არამედ იმაზე, თუ რატომ არ უნდა აირჩიო. იმედი მაქვს, ეს არ გადავა ან ფიზიკურ დაპირისპირებაში ან სხვადასხვა ისეთ შემთხვევებში, რაც არსებით გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. მოვუწოდებთ ორივე კანდიდატს, იყვნენ კონსტრუქციულები და მშვიდობიან გარემოში უზრუნველყონ საარჩევნო პროცესების წარმართვა”, – აღნიშნა სალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგორის ცენტრში სპეციალისტები მიწის სკანირების შედეგებს ელოდებიან
შემდეგი სტატია20 წელია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატა არსებობს და ამ ხნის განმავლობაში თავისი რჩევებით ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია