“გირჩი” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერის სანაცვლოდ, “ნაცმოძრაობას” საკუთარ პირობებს უყენებს

გირჩმა პარლამენტში სტუდია მოაქყო

პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერის სანაცვლოდ, “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარ პირობებს უყენებს.

“ჩვენ არ მივიღებთ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, მაგრამ მის შექმნასთან დაკავშირებით ხელს არ შევუშლით ჩვენს კოლეგა ნაციონალური მოძრაობის წევრებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჯაროდ დადებენ პირობას, რომ როცა ჩვენ დაგვჭირდება მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაშინ მხარს დაგვიჭერენ შექმნაში. და მეორე, მათი ტელეარხების საშუალებით შეწყვეტენ ტირაჟირებას, რომ ჩვენ ვართ “ქოცების” მეგობრები, მათთან შეკრულები და ა.შ.”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ იქნებოდა
შემდეგი სტატიაკობახიძე აშშ-ს საელჩოზე:ასეთი განცხადებები არღვევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი