კობახიძე აშშ-ს საელჩოზე:ასეთი განცხადებები არღვევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი

“ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ პარტნიორებისგან რჩევებს და ვითვალისწინებთ ხოლმე ამ რჩევებს. არის, სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან. და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არღვევს საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი. ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია და ა.შ., თუმცა საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ, ეს არ არის გამართლება და ახსნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, რომ საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოვახდინოთ”-ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აშშ-ს საელჩოს კრიტიკულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით.

 

 

banner
წინა სტატიაში“გირჩი” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერის სანაცვლოდ, “ნაცმოძრაობას” საკუთარ პირობებს უყენებს
შემდეგი სტატიაკობახიძე: მიხეილ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების შესვლაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება მიიღებს