მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ იქნებოდა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ იქნებოდა, რადგან მისი თქმით, ეს კომისია მხოლოდ იმას დაადგენს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა.

“სპონტანურად რომ გიპასუხოთ, მე პირადად შეიძლება არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი, როდესაც საუბარია სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არის, რა თქმა უნდა, თუ ასეთი კომისია შეიქმნება მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემი პირადი პოზიციაა შეიძლება ეს (კომისიის შექმნა) არც იყოს ცუდი, აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ ხმების შევსებაზეც კი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან მარტივად დაადგენს ეს კომისია არასათანადო მოპყრობის არ არსებობას.ამისთვის არის დრო თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება პარლამენტის მორიგი სესია, მანამდე ვიმსჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას” – ამბობს ირაკლი კობახიძე

banner
წინა სტატიაში“ლელო” პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას მხარს უჭერს
შემდეგი სტატია“გირჩი” მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხარდაჭერის სანაცვლოდ, “ნაცმოძრაობას” საკუთარ პირობებს უყენებს