გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ჰაკერული ორგანიზაციის დამფუძვნებელი დაკითხვაზე დაიბარეს

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ჰაკერული ორგანიზაცია “ამბრელას” დამფუძვნებელი ლუკა ფეიქრიშვილი დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ფეიქრიშვილმა განაცხადა, ის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას არ აპირებს, რადგან გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

“დამიკავშირდა სამეგრელოს დეტექტივ – გამომძიებელი, რომელმაც განმიმარტა, რომ დაკითხვაზე ვარ დაბარებული, მათი ინფორმაციით, თითქოს მე მაქვს რაღაც ინფორმაცია უშუალოდ იმ პიროვნებაზე ვინც საკონტროლო გასროლა მოახდინა. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამ პირთან დაკავშირებით, უბრალოდ მისი ფოტოსურათი, დაბადების ადგილი, თარიღი და სოციალური ქსელის მისამართი მკვლელობიდან მცირე დროში გამოვაქვეყნე ფეისბუქის პირად გვერდზე. ეს დაბარება რომ იყოს თანამშრომლობასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაშიც უარს განვაცხადებ, რადგან ხსენებული უწყებები მიმაჩნია მიკერძოვებულად”- აღნიშნა ფეიქრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბოლო რვა თვეში სისხლისსამართლებრივი დევნა მაღალი რანგის 18 საჯარო მოხელის მიმართ დაიწყო
შემდეგი სტატია“წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ მოქალაქეებს დაახლოებით 15 349 009 ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდა”