“წინა ხელისუფლების დროს დაზარალებულ მოქალაქეებს დაახლოებით 15 349 009 ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდა”

ე.წ. კაბელების საქმეზე ნოდარ ხადურის, ირაკლი ალასანიას და ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვის საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად ჯამში დაზარალებული მოქალაქეებისთვის დაახლოებით 15 349 009 ლარის ღირებულების ქონებაა დაბრუნებული. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, საპროკურორო საბჭოსთვის 6 თვიანი მუშაობის ანგარიშის ჩაბარებისას განაცხადა.

შოთაძის ინფორმაციით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მომხდარ, სამართალწარმოების მიმდინარეობისას მოქალაქეთათვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევის, ცემა-წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებს დღეს აქტიურად იძიებს.

”სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად ჯამში დაზარალებული მოქალაქეებისთვის დაბრუნებულია დაახლოებით 15 349 009 ლარის ღირებულების ქონება. 54 დაზარალებულ მოქალაქეს დაუბრუნდა და დაბრუნების პროცესშია – 41 ა/მანქანა; 9 მიწის ნაკვეთი; 3 საცხოვრებელი ბინა; 1 საოფისე ფართი; 48 დასახელების ოქროს ნაკეთობები; აკურას ღვინის ქარხანა; გორში მდებარე სასტუმრო კომპლექსი დამაგრებული მიწის ნაკვეთით. გორის საცურაო კომპლექსი დამაგრებული მიწის ნაკვეთით. ქონების დაბრუნება შესაძლებელი გახდა ქონების იძულებით ჩამორთმევის 36 ფაქტის გახსნის და გამოძიების შედეგად, რასთან დაკავშირებითაც
მხილებულია: 27 საჯარო მოხელე. აქედან, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ – კერძოდ არჩაიას, კეზერაშვილის, 2 ეპიზოდში ადეიშვილის, მერაბიშვილის და ლაცაბიძის მიმართ”, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, დისკრეცია გამოყენებულ იქნა 20 პირის მიმართ და 1 შემთხვევაში მოხდა ანრიდება, ხოლო გამოძიება შეწყდა 2 პირის მიმართ გარდაცვალების გამო.

banner
წინა სტატიაშიგიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე ჰაკერული ორგანიზაციის დამფუძვნებელი დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიაჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია – ყოფილი კონგრესმენი რუსთავი 2 – ზე