გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს

გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

 

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სუს-ში დაიბარეს. გიგა ბოკერიას კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ მასალებს გააცნობენ.

გამოძიებას შეკითხვები მასთან 2015 წელს სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე აქვს.

ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხვალ უნდა გამოცხადდეს. ამ თემაზე “ევროპული საქართველოს” ლიდერს ჩვენება 2015 წლის 31 დეკემბერს უკვე აქვს მიცემული.

„დამიკავშირდნენ დღეს დილით და როგორც სატელეფონო საუბრიდან მივხვდი, ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეს ეხება ეს ამბავი. ეს არის დავალება პოლიტიკური. ეს არის პრობლემა, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში. ეს არის მმართველობა ივანიშვილის, რომელიც ასეთ რაღაცაზე ხარჯავს ჩვენს რესურსს, ეს არის პრობლემა მთავარი. რა თქმა უნდა განმეორებითად ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაც თვლიდეს, რომ აჩვენოს, რომ რეჟიმის მტრებს ებრძვიან რაღაც ფორმით მაინც,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიევროსასამართლოს მოსამართლეობის 9 მსურველი – კონკურსში მონაწილეთა სია ცნობილია
შემდეგი სტატიაბორჯომის ხეობაში ხანძრის მასშტაბების დასადგენად აზერბაიჯანმა საქართველოს მაღალი ხარისხის სატელიტური გამოსახულებები მიაწოდა