ევროსასამართლოს მოსამართლეობის 9 მსურველი – კონკურსში მონაწილეთა სია ცნობილია

Architect : Richard Rogers Partnership

ცნობილია იმ პირთა ვინაობა, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ. კონკურსში მონაწილეობის სურვილი 9 მოსამართლემ გამოთქვა.

სპეციალური კომისიის წინაშე იოსებ ბაჩიაშვილი, ლალი ფაფიაშვილი კონსტანტინე ვარძელაშვილი, ოთარ სიჭინავა, თამარ ალანია, ლუიზა ხითარიშვილი კონსტანტინე კორკელია და ნინო ბექაური წარდგებიან.

კომისია კი მათგან ევროსასამართლოს მოსამართლეობის ხუთ კანდიდატს შეარჩევს.

ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის საქმის მოსამართლეები არიან.

ნინო ბექაური კი უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა.

თამარ ალანია და კონსტანტინე ვარძელაშვილი ევროსასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში უკვე მეორედ მონაწილეობენ.

banner
წინა სტატიაშისუს-ი – ნიკა გვარამია არა დასაკითხად, არამედ მასალების გასაცნობადაა დაბარებული
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს