ბორჯომის ხეობაში ხანძრის მასშტაბების დასადგენად აზერბაიჯანმა საქართველოს მაღალი ხარისხის სატელიტური გამოსახულებები მიაწოდა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის მასშტაბების დასადგენად აზერბაიჯანმა საქართველოს მაღალი ხარისხის სატელიტური გამოსახულებები მიაწოდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AzVision ავრცელებს.

როგორც აზერბაიჯანის სატელიტური ოპერატორი კომპანიის AzerCosmos-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ქართულ მხარეს თანამგზავრ AzerSky-ს მიერ გადაღებული გამოსახულებები პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით გაუგზავნეს.

მათივე ინფორმაციით, მაღალი რეზოლუციის გამოსახულებები საშუალებას იძლევა, უკეთესად შეფასდეს ტყის ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი. ამასთან, AzerCosmos-ში აცხადებენ, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის მონიტორინგს განაგრძობენ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ბორჯომის ხეობაში ჩავიდე