გია ვოლსკი ლადო ბედუკაძეზე: მონუმენტი შექმნეს ტალახისგან და იმას დაუწყეს კრივი

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

ძალიან ვაბუქებთ ბედუკაძის მნიშვნელობას. ადამიანი დაიარება პუტინის სურათით, ახსენებს ბიძინა ივანიშვილს, პატრიარქს, “ქართულ ოცნებას” და უკვე ძალიან ნათელია ვის ინტერესებს ემსახურება, – ამის შესახებ დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია გამოჩენილიყო ასპარეზზე უცნაური კონგლომერატი და გაეკეთებინა ასეთი განცხადებები, შეერყია სრულიად მედია სივრცე და გაელაშქრათ კონსტიტუციაზე.

„უამრავი განცხადებები, ბრალდებები, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები მოვისმინეთ და აღმოჩნდა, რომ საერთოდ არღვევს ყოველგვარ კანონს და რეგლამენტს დარეგისტრირების და უნდა მოიხსნას რეგისტრაციიდან. ასე პრიმიტიულად შეძლო თავისი დღის წესრიგი განეხორციელებინა ადამიანებს, ვინც პოლიტიკაში არ წარმოადგენს არაფერს. მონუმენტი შექმნეს ტალახისგან და იმას დაუწყეს კრივი, რომ მერე ადვილად დაენგრიათ და ამით უნდათ დივიდენდების მოპოვება”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე პარლამენტის ბიუროს წევრებს მიმართავს
შემდეგი სტატია“ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ”- რესპუბლიკელებმა პარტიის საარჩევნო პროგრამის და სლოგანის პრეზენტაცია გამართეს