“ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ”- რესპუბლიკელებმა პარტიის საარჩევნო პროგრამის და სლოგანის პრეზენტაცია გამართეს

”რესპუბლიკურმა პარტიამ” პარტიის საარჩევნო ლოზუნგისა და პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პარტიის სლოგანია – ”გავთავისუფლდეთ”. როგორც „რესპუბლიკელების“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პრობლემების მოგვარების მთავარი ნაბიჯი სწორედ სხვადასხვა მიმართულებით ”გათავისუფლებაა”.

”რამდენი რამე გვაწუხებს, რამდენი რამე გვაქვს მოსაგვარებელი ქვეყანაში. რამ უნდა შეგვაძლებინოს ამ ყველაფრის დაძლევა? რა არის ის პირველი ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად სწორი მიმართულებით უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ მორიგ ჯერზე არ გავბრუვდეთ ილუზიებით და ოცნებებით და იმისთვის, რომ მორიგ ჯერზე ყველაფერი თავიდან არ დავიწყოთ? რა არის ის პირველი ნაბიჯი? პირველი ნაბიჯია – გავთავისუფლდეთ. უნდა გავთავისუფდეთ, რომ მორიგ ჯერზე ყველაფერი თავიდან არ გაგვიხდეს ასაშენებელი. პირველ რიგში პიროვნულად უნდა გავთავისუფლდეთ. მხოლოდ თავისუფალი ადამიანები შევძლებთ ამ საზოგადოებრივი პრობლემებისგან გათავისუფლებას. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამპარტავნებისგან, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად დაგვაფასებენ; უნდა გავთავისუფლდეთ შურისგან, ასეთ შემთხვევაში უფრო წარმატებულად ვიგრძნობთ თავს; სიძულვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ, ასეთ შემთხვევაში უფრო ადვილად დავამარცხებთ მტერს. თუ ჩვენ გავთავისუფლდებით – გავძლიერდებით და თუ გავძლიერდებით, შევძლებთ ერთად დგომასაც, მაშინ შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ერთად პატრონობასაც, ოკუპაციისგან გათავისუფლებასაც და სიღარიბისგან გათავისუფლებასაც”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი ლადო ბედუკაძეზე: მონუმენტი შექმნეს ტალახისგან და იმას დაუწყეს კრივი
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვას, რომელიც ლევან ბერძენიშვილის მიერ ლევან გოგიჩაიშვილის “ბანდიტად” მოხსენიებას ეხებოდა